ვლადიმერ ფესენკო - რეალისტები უნდა ვიყოთ, ერთი კონტრშეტევის ფარგლებში შეუძლებელი იქნება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება

რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის 15 თვის შედეგებზე საშინაო და საგარეო ასპარეზზე, უკრაინის კონტრშეტევის დაწყების წინ უკრაინული დღის წესრიგის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვლადიმერ, 15 თვეა უკრაინა ებრძვის რუსულ აგრესიას. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველა უკრაინული კონტრშეტევის მოლოდინშია, ვიდრე კონტრშეტევასთან დაკავშირებულ თემებზე ვიმსჯელებთ, კარგი იქნება თუ საუბარს რუსეთთან უკრაინის 15 თვიანი ომის შედეგებზე საუბრით დავიწყებთ.

თქვენი როგორ შეაფასებდით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის 15 თვიანი ომის შედეგებს უკრაინისთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე?

- უკრაინა-რუსეთის ომის მთავარი შედეგი ისაა, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ და ერმა არა მარტო გაუძლო რუსულ აგრესიას, არამედ 15 თვეში შეძლო რუსების მიერ ომის პირველ დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება და ახლა ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

ამ პერიოდში უკრაინულმა სახელმწიფომ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვებების მოპოვება. ამ 15 თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უკრაინელი ერის ხელმეორედ დაბადება. უკრაინელი ერი ყალიბდებოდა ცარისტული რუსეთის იმპერიაშიც, შემდეგ საბჭოთა პერიოდშიც, მაგრამ, იგი იყო ერი სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში. მას არ ჰქონდა თავისი სახელმწიფოებრიობა.

უკრაინა-რუსეთის ომის მთავარი შედეგი ისაა, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ და ერმა არა მარტო გაუძლო რუსულ აგრესიას, არამედ 15 თვეში შეძლო რუსების მიერ ომის პირველ დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება და ახლა ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას

100 წლის წინ, 1918-1920-იან წლებში სახელმწიფოსა და ერად ჩამოყალიბების მცდელობა ძალიან მცირე პერიოდი იყო ამისთვის და მაშინ წარმატებით არ დასრულებულა.

მიუხედავად ამისა, უკრაინელმა ერმა შეძლო გაეძლო დროისთვის. სსრკ-ს დაშლამ უკრაინულ ერს საშუალება მისცა ხელახლა დაეწყო თავისი ახალი სახელმწიფოს მშენებლობა. ამ პროცესს თან ახლდა შიდა სოციალური და ეთნოკულტურული წინააღმდეგობები და პრობლემები.

დიდი იყო უკრაინაზე რუსეთის გავლენა, რაც ხელს არ უწყობდა ქვეყნის შიგნით ერთიანობას. წინააღმდეგობები იყო ელიტებს შორის, რაც გავლენას ახდენდა ეკონომიკურ და პოლიტიკური განვითარებაზე.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა, უკრაინის მოქალაქეები გააერთიანა ისე, როგორც არასდროს. ამიტომაცაა, რომ უკრაინელი და უცხოელი ექსპერტები საუბრობენ ახალი უკრაინული ერის ხელმეორედ დაბადებაზე.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა, უკრაინის მოქალაქეები გააერთიანა ისე, როგორც არასდროს. ამიტომაცაა, რომ უკრაინელი და უცხოელი ექსპერტები საუბრობენ ახალი უკრაინული ერის ხელმეორედ დაბადებაზე

უკრაინის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის რუსულენოვანი მოსახლეობა, ასევე ისინი, ვინც ეთნიკურად რუსები, ან ყირიმელი თათარები იყვნენ და არიან, ან ქართული, ან აზერბაიჯანული, ან სომხური წარმოშობა ჰქონდათ და აქვთ, ყველა ამ ხალხმა თავი უკრაინელად იგრძნო. პოლიტიკურად უკრაინული ერი დაიბადა ომის ქარცეცხლში, ჩემი აზრით, ეს გახლავთ ამ ომის კიდევ ერთი დიდი შედეგი.

ახლა რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკაშიც ჩვენ დავინახეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენ დავინახეთ, იმისგან აბსოლუტურად განსხვავებული სურათი, რისი მიღწევაც პუტინს უნდოდა. უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

2024 წლის თებერვლამდე, ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობების პროცესები ასე სწრაფად დაჩქარდებოდა და განვითარდებოდა.

ასეთივე პროცესებია დაწყებული უკრაინა-ნატოს ურთიერთობებში. ახლა უკრაინა პირდაპირ აყენებს საკითხს უკრაინის ატლანტიკურ ალიანსთან მიერთების შესახებ. უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მოხდება.მაგრამ, საქმე ისაა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება პრაქტიკულად რეალურად ხდება. უკრაინას აქვს პრეტენზია ქვეყნის ნატოში გაწევრიანება მოხდეს დაჩქარებული წესით, როგორც ეს მოხდა ფინეთის შემთხვევაში და მალე შვედეთის შემთხვევაში მოხდება.

უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მოხდება. მაგრამ, საქმე ისაა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება პრაქტიკულად რეალურად ხდება. უკრაინას აქვს პრეტენზია ქვეყნის ნატოში გაწევრიანება მოხდეს დაჩქარებული წესით, როგორც ეს მოხდა ფინეთის შემთხვევაში და მალე შვედეთის შემთხვევაში მოხდება

უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ფართო გაგებითაც დაჩქარდა. მეტიც, ახლა დე-ფაქტო შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინა დასავლური სამყაროს ნაწილია. უკრაინის დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის დონე იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ამის წარმოდგენა ომამდე იყო შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ესეც გახლავთ ამ 15 თვიანი ომის შედეგიც.

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საკმაოდ წარმატებით იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ხშირად გაიგონებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკას.

საინტერესოა, თქვენ რას ეტყოდით იმათ, ვინც ასე მონდომებით, დაუფარავად და აგრესიულადაც კი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს პრეზიდენტ ზელენსკის?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ ასეთი ხმები ახლა ხშირად ისმის.

- საინტერესოა, ზელენსკის მისამართით კრიტიკა რამდენად დიდია თავად უკრაინაში?

- ახლა უკრაინაში უკრაინის ხელისუფლების, კერძოდ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ კრიტიკა საკმაოდ იშვიათად ისმის. თუ ისმის, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დატოვა უკრაინა. ოპოზიციის, კერძოდ ყოფილი პრეზიდენტ პოროშენკოს ცალკეული წარმომადგენლები შეეცადნენ დაეწყოთ დისკუსია რამდენიმე თემაზე.

მათ მიერ რამდენიმე პუბლიკაციაში იყო გამოთქმული მოსაზრება იმაზე, პრეზიდენტად პოროშენკო რომ დარჩენილიყო, მაშინ ომი არ დაიწყებოდა. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მცდარი აზრია, რადგანაც იგი პრაქტიკით არ მტკიცდება. ომი 2014 წელს დაიწყო. დიდი ომი, რომელიც 2024 წლის თებერვალს დაიწყო, დაიწყო ომის გამო, რომ ზელენსკიმ არ წავიდა პუტინთან დათმობებზე.

კიევს რომ მინსკის ე.წ. შეთანხმება შეესრულებინა, უკრაინა რეალურად დაკარგავდა კონტროლს დონბასზე და ეს რეგიონი მოსკოვის კონტროლქვეშ აღმოჩნდებოდა

როცა პუტინი დარწმუნდა იმაში, რომ უკრაინა არ აპირებს რუსეთის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას, არ აპირებს დათმობებზე წასვლა ე.წ. სამშვიდობო პროცესში და მოითხოვა მოსკოვისგან რეალური კომპრომისი და არა მინსკის შეთანხმების შესრულება, კრემლმა ომის სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. კიევს რომ მინსკის ე.წ. შეთანხმება შეესრულებინა, უკრაინა რეალურად დაკარგავდა კონტროლს დონბასზე და ეს რეგიონი მოსკოვის კონტროლქვეშ აღმოჩნდებოდა.

ახლა ზელენსკის მისამართით კრიტიკული ხმები ალაგ-ალაგ ისმის, მაგრამ ისინი უფრო წინა წლებში პარტიათაშორის დაპირისპირებას უკავშირდება და არა უკრაინის სახელმწიფოებრივ და ნაციონალურ ინტერესებს. პუტინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ დაიწყებდა ომს უკრაინასთან, თუ უკრაინა მთლიანად დაექვემდებარებოდა რუსეთის კონტროლს.

პუტინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ დაიწყებდა ომს უკრაინასთან, თუ უკრაინა მთლიანად დაექვემდებარებოდა რუსეთის კონტროლს

- 15 თვიანი ომის შემდეგ ახლა ყველაზე აქტუალური თემაა თუ როდის დაიწყება უკრაინული კონტრშეტევა.

უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაწყებისა და მომზადების თვალსაზრისით, პრობლემების გათვალისწინებით როგორია უკრაინული მხარის დღის წესრიგი?

- კონტრშეტევა, რომელიც მზადდება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის. ბევრი იმედოვნებს, რომ კონტრშეტევის დაწყება მოაახლოებს რუსი ოკუპანტების უკრაინიდან განდევნას და ომის დასრულებას. იმისთვის, რომ უკრაინამ სრულად გაათავისუფლოს უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან, საჭირო გახდება არა ერთი შეტევა. რეალისტები უნდა ვიყოთ. ერთი კონტრშეტევის ფარგლებში შეუძლებელი იქნება ყველა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.

რეალისტები უნდა ვიყოთ. ერთი კონტრშეტევის ფარგლებში შეუძლებელი იქნება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება

ვხედავთ, რომ კონტრშეტევის მზადების ფარგლებში კონტრშეტევა არ იწყება. ამინდის ფაქტორის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ომისთვის რესურსების მომზადება. კონტრშეტევის დასაწყებად უკრაინამ საკმაოდ ბევრი თანამედროვე იარაღი უნდა მიიღოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ მოწინააღმდეგეს ფრონტის მთელ ხაზზე საკმაოდ ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები აქვს გაკეთებული. როგორც კი უკრაინის მხარე ჩათვლის, რომ აქვს საკმარისი რესურსები კონტრშეტევის დასაწყებად, შეტევა სწორედ მაშინ დაიწყება.

როგორც კი უკრაინის მხარე ჩათვლის, რომ აქვს საკმარისი რესურსები კონტრშეტევის დასაწყებად, შეტევა სწორედ მაშინ დაიწყება

- თითქმის ყოველ დღე გვესმის, რომ უკრაინას თითქმის ყოველ დღე უწევს 30-40-60 რუსული შეტევის მოგერიება.

უკრაინული კონტრშეტევის წინ სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი რაოდენობით რუსული შეტევები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე?

- უპირველესად გეტყვით იმას, რომ რუსები შეტევებს ფრონტის მთელ პერიმეტრზე არ ახორციელებენ. რუსეთს ახლა არ შეუძლია ფრონტის ყველა მიმართულებაზე უკრაინის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლა. ამის რესურსი რუსეთს არ აქვს.

რუსები შეტევებს ახორციელებენ მთელი ფრონტის მხოლოდ სამ, მაქსიმუმ ოთხ მიმართულებაზე. ეს გახლავთ პირველ რიგში ბახმუტი, იქ ახლა საკმაოდ დიდი ბრძოლები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ისინი აქტიურობენ დონეცკიდან არც ისე შორს, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე და სულ ცდილობენ შეტევაზე გადასვლას.

რუსები შეტევებს ფრონტის მთელ პერიმეტრზე არ ახორციელებენ. რუსეთს ახლა არ შეუძლია ფრონტის ყველა მიმართულებაზე უკრაინის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლა. ამის რესურსი რუსეთს არ აქვს

წლის დასაწყისში ყველა ელოდა რუსების დიდ შეტევას. რუსები ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას, მაგრამ, მათ მასირებული და დიდი შეტევა არ გამოუვიდათ. 6 თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს ბრძოლები ბახმუტის ირგვლივ და თავად ბახმუტში. ბახმუტთან რუსებმა წინ წაიწიეს, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ მათ ქალაქის მთლიანად აღება ვერ შეძლეს.

ახლა ისინი ცდილობენ უკრაინული ძალების დონეცკის მისადგომებიდან განდევნას. საქმე ისაა, რომ დონეცკის შემოგარენში უკრაინული ძალები 2014 წლიდან დგანან და მათთან ბრძოლაში შესვლა არც ისე იოლია. ამიტომ ისინი ახორციელებენ შეტევებს ავდეევკის, მარინკისა და უგლედარის მიმართულებებზე. შეტევის რაოდენობა დიდი კია, მაგრამ ყველა ეს შეტევები ფართომასშტაბიან ხასიათს არ ატარებენ.

მიუხედავად ამისა, უგლედართან ბრძოლებში რუსებმა ათეულობის ტანკი დაკარგეს. გარდა ამისა, ამ ბრძოლებში რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი კვდება.

- ინტერნეტში გავრცელდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის პრიგოჟინის განცხადება. მისგან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას მივეჩვიეთ, მაგრამ ახლა იგი იმით დაემუქრა რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ 10 მაისამდე აპირებს ბახმუტიდან გასვლას.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრიგოჟინის ამ ტიპის განცხადებები?

- ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას წინა წლიდან მოყოლებული კონფლიქტი აქვს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან - შოიგუსთან და გერასიმოვთან. თავისი საჯარო გამოსვლებით იგი ცდილობს პუტინთან აპელირებას. მეორე მხრივ ის ცდილობს იმათთან აპელირებას, ვინც რუსეთში მხარს უჭერს ომს უკრაინაში.

ფაქტია, რომ პრიგოჟინი ამ ტიპის განცხადებებით ცდილობს თავისი პოლიტიკური წონისა და გავლენის ამაღლებას. იგი ამგვარი ქმედებებით ცდილობს მას და მის დაქვემდებარებაში მყოფ „ვაგნერის“ დაჯგუფებას ჰქონდეს სამხედრო იარაღით მომარაგების განსაკუთრებული მდგომარეობა.

ვფიქრობ, ესაა მისი მიზანი. უნდა ითქვას, რომ იგი ამგვარი განცხადებებით აშანტაჟებს რუსეთის ხელისუფლებას. პრიგოჟინი ჯერ კიდევ შარშან მიხვდა, რომ მის ღია განცხადებებს რუსეთში დიდი რეზონანსი აქვს. მას ეს მოსწონს. რადგან ის ყურადღების ცენტრშია. გარდა ამისა, იგი ასევე მიხვდა იმას, რომ ამგვარი განცხადებები მისთვის შედეგის მომტანია.

ბევრი პრიგოჟინში ხედავს პოტენციურ საფრთხეს. იგი აფრთხობს რუსული ელიტის ბევრ წარმომადგენელს იმის გამო, რომ იგი წესების დარღვევით მოქმედებს... ცხადია, მხოლოდ ის, რომ პრიგოჟინი თავისი გავლენის სფეროების გაძლიერებისთვის იბრძვის

თუმცა, ვხედავთ, რომ კრემლი მას ხან აწვდის დამატებით სამხედრო იარაღს, ხან ცდილობენ მას თავისი ადგილი მიუჩინონ. პრიგოჟინს ძალიან ბევრი ოპონენტი ჰყავს, არა მხოლოდ სამხედროებში და ეს არ არიან მხოლოდ გერასიმოვი და შოიგუ, არამედ პოლიტიკურ ელიტაში. ბევრი მასში ხედავს პოტენციურ საფრთხეს. იგი აფრთხობს რუსული ელიტის ბევრ წარმომადგენელს. აფრთხობს იმის გამო, რომ პრიგოჟინი წესების დარღვევით მოქმედებს.

როგორც ჩანს, ამგვარი ქმედებებით, პრიგოჟინი ცდილობს არა მხოლოდ იარაღის, არამედ სტატუსის მიღებას. მას უნდა იყოს ოფიაციალურად ხელმძღვანელი. ახლა ძნელია იმის თქმა, რეალურად რა სტატუსის მიღება უნდა მას. უნდა გახდეს რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, თუ სპეციალური სტატუსი ჰქონდეს ამ ომში. ცხადია, მხოლოდ ის, რომ პრიგოჟინი თავისი გავლენის სფეროების გაძლიერებისთვის იბრძვის.

- კრემლზე თავდასხმის კადრების გავრცელების შემდეგ მინისტრმა ლავროვმა განაცხადა - „დრონების შეტევაზე რუსეთი უპასუხებს არა საუბრებით, არამედ ქმედებებით. რუსეთს შეუძლია დიდხანს ითმინოს, მაგრამ შემდეგ ქმედებებზე გადადის“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მომენტისათვის „ქმედებებზე გადასვლის“ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს?

- საქმე ისაა, რომ უკრაინა დიდი ხანია მიეჩვია რუსულ პასუხებს. რუსები რეგულარულად ახორციელებენ დრონებით შეტევას უკრაინაზე. მაისის დასაწყისში იყო ასეთი შეტევები, მათ შორის კიევზე. კიევზე შეტევა განხორციელდა კრემლზე შეტევის ინციდენტის შემდეგ. ინტერნეტში გავრცელდა უკრაინელების მიერ ჩამოგდებული „შაჰიდების" ფოტოები, რომელზეც ეწერა - „მოსკოვზე თავდასხმისათვის“.

რუსეთში ქვეყნის ხელმძღვანელობისგან ბევრი მოითხოვს კიევზე იერიშების განხორციელებას. კერძოდ, კიევის ცენტრისა და ადმინისტრაციული კვარტლების დაბომბვას. რუსებს ამის მცდელობები ბევრი ჰქონდათ, მაგრამ უკრაინის საჰაერო სისტემა რუსულ შეტევებს ეფექტურად გაუმკლავდა. უკრაინა ახერხებს თითქმის ყველა რუსულ საჰაერო შემოტევასთან გამკლავებას. ცუდი ისაა, რომ კიევის თავზე ნამსხვრევები ცვივა და ეს ქმნის პრობლემებს.

რუსეთში უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის კიდევ უფრო ტრაგიკული შედეგი ექნება. რუსეთს შეუძლია დაგვემუქროს, მაგრამ უკრაინაზე ეფექტური შეტევის განხორციელების რესურსი რუსებს არ აქვთ

პრეზიდენტი მედვედევი და სხვები მოუწოდებენ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ბევრი ამგვარ მოწოდებებს კრიტიკულად აფასებს, რადგან რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ომის შედეგს ვერ განსაზღვრავს, მაგრამ ომს კიდევ უფრო სასტიკს გახდის და კიდევ უფრო მოაქცევს რუსეთს კუთხეში.

რუსეთში უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის კიდევ უფრო ტრაგიკული შედეგი ექნება. რუსეთს შეუძლია დაგვემუქროს, მაგრამ უკრაინაზე ეფექტური შეტევის განხორციელების რესურსი რუსებს არ აქვთ.

- ბოლო რამშტაინზე ითქვა, რომ უკრაინას მიაწვდიან საჰაერო სისტემებს. გარდა ამისა, არ გამორიცხავენ, რომ უკრაინას საჭიროების შემთხვევაში მისცემენ ფ-15-სა და ფ-16-ის ტიპის თვითმფრინავებს.

ვიცით, რომ ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის პარტნიორები 4 ბაზაზე ამზადებენ უკრაინელ მფრინავებს. თუ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო რამდენად დაცული იქნება უკრაინის ცა?

- არ ვფიქრობ, რომ უკრაინას კონტრშეტევის დაწყებისას ახლა ექნება ფ ტიპის თვითმფრინავები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ფრონტზე განვითარებული პროცესები დაარწმუნებს ჩვენ პარტნიორებს რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე მოიერიშეები, მათ შორის ფ ტიპის თვითმფრინავები და უკრაინა მათ მიიღებს.

ასე იყო შარშანაც, უკრაინას ძალიან დიდი ხანი არ აძლევდნენ მძიმე ტექნიკას, მაგრამ ცხადია გახდა რომ უკრაინას სჭირდება არტილერია, იმ კალიბრის იარაღი, რომელიც დასავლეთში გამოიყენება, სხვანაირად, უკრაინას გაუჭირდება გაუძლოს აგრესორ რუსეთთან გამკლავება.

ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის ფ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა მხოლოდ დროის საკითხია

როგორც კი ამას მიხვდნენ ჩვენი პარტნიორები, დაიწყეს ჩვენთვის თანამედროვე არტილერიისა და იმ ტექნიკის მიწოდება, რომელსაც ნატო იყენებს. როცა შარშან რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, დასავლეთი მიხვდა, რომ უკრაინას უნდა მიაწოდონ ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი. მანამდე არა თუ „პეტრიოტებს“ სხვა თანამედროვე ტექნიკასაც არ გვაძლევდნენ. ახლა გვაწვდიან ყველაზე ძვირადღირებულ „პეტრიოტებს“.

რაც შეება ტანკებს. პრეზიდენტი ზელენსკი რომ იყო ვაშინგტონში, პრეზიდენტმა ბაიდენმა უარი უთხრა მას „აბრამსების“ ტანკების მოწოდებაზე. დისკუსიების შემდეგ იანვარში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინისთვის „აბრამსების“ გადაცემის შესახებ. ტანკების გარეშე რომ ეფექტური შეტევის განხორციელება ძნელია, ფაქტია. შეტევის დასაწყებად ჯავშანტექნიკა საკმარისი არაა.

ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის ფ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა მხოლოდ დროის საკითხია.

- ჯავშანტექნიკაზე გამახსენდა. ტანკების მიწოდებაზე ბევრი საუბარი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკრაინამ ტანკებზე მეტი ჯავშანტექნიკა მიიღო?

- ჯავშანტექნიკა ტანკებზე რამდენჯერმე მეტი გვაქვს მიღებული, მაგრამ, ტანკების ეფექტურად გაყენების ამბავი სამხედრო ტაქტიკის საკითხია.

მაგალითს მოგიყვანთ, შარშან შემოდგომაზე ხარკოვის ოლქში წარმატებული უკრაინულ შეტევა უკრაინამ საერთოდ ტანკების გარეშე განახორციელა. მაშინ მოულოდნელობის ფაქტორმა იმუშავა. მაშინ უკრაინამ წარმატების მიღწევა ტანკების გარეშეც შეძლო.

უკრაინელები საბრძოლველად სერიოზულად არიან განწყობილი იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა რუსებს აქვთ ოკუპირებული

ახლა პრობლემა იმაშია, რომ რუსებს დონბასსა და უკრაინის სამხრეთში ეშელონირებული თავდაცვის ზღუდეები აქვთ გაკეთებული. ამ ტიპის ზღუდეების დასაძლევად საჭიროა ტანკები და მობილური ჯავშანტექნიკა.

- ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსებს მართლაც სერიოზული ეშელონიზირებული ზღუდეები აქვთ შექმნილი.

როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, დონბასსა და უკრაინის სამხრეთში ძალიან დიდი ბრძოლები იქნება?

- დიახ, არც არვინ ფიქრობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა იოლი გასეირნება იქნება და ყველაფერი სწრაფად დასრულდება. რეალურად უნდა ვაფასებდეთ სიტუაციას, რადგან ახლა რუსებს ზღუდეები საკმაოდ სერიოზულად აქვთ გამაგრებული.

მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ უკრაინელები საბრძოლველად სერიოზულად არიან განწყობილი იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა რუსებს აქვთ ოკუპირებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა