შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-13 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია ჩატარდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ორდღიან კონფერენციაზე წარმოდგენილი სხვადასხვა თემატიკის ნაშრომები ეხებოდა განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტს და ადმინისტრირებას, უცხოური სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკულ ენათმეცნიერებას, კულტურასა და ლიტერატურას.

„ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გამყარებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ რეალიზებას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 12 ქვეყნის 100-ზე მეტმა გამოცდილმა და ცნობილმა პედაგოგმა, პროფესორმა და განათლების სპეციალისტმა. კონფერენციაზე წარმოდგენილ ქვეყნებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი, კანადა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სომხეთი, ყატარი, მოლდოვა და ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 13 ამერიკელი განათლების ექსპერტი. IBSU მადლობას უხდის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის რეგიონულ ოფისს, რომელმაც უზრუნველყო ინგლისური ენის ექვსი სტიპენდიატისა და ფულბრაიტის პროგრამის ინგლისური ენის მასწავლებლის ასისტენტის კონფერენციაზე დასწრება, რომელთაც მონაწილეებს ღირებული ინფორმაცია გაუზიარეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე