ანონსი 7 მაისი

ანონსი 7 მაისი

7 მაისს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ყოროლისთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე საკრებულოს წევრებთან და მოსახლეობასთან ერთად გამართავს ბრიფინგს. თემა: ორთაბათუმის თემში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და დღემდე უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

მის: ხელვაჩაური სოფელი ყოროლისთავი (ცენტრი)

საკ: მიშა ბოლქვაძე +995 577 03 21 05

7 მაისს, 11:30 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: შინაური ცხოველების ყოლაზე კანონმდებლობა მკაცრდება და თითო ცხოველზე გადასახადი წესდება - რას სთავაზობს ცხოველთა მონიტორინგს სააგენტო შინაური ცხოვეების მეპატრონეებს; ვისთვის იქნება სტერილიზაცია უფასო; ცხოველის ჩიპირება; რა შემთხვევაში დაგეკისრებათ ადმინისტრაციული სანქცია.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565 ეკა გულუა

7 მაისს, 12:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერი დეა მეტრეველი თარხუჯ ჯავახიშვილთან და ზურაბ გაიპარაშვილთან ერთად კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში

ჩავა და ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინგრევა. მიტოვებული და განადგურების პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში. სისტემური პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს“.

მის: კასპის რაიონი, სოფელი ხოვლე

7 მაისს 18:30 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ორბელიანის მოედანზე, ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრება.

დღეს ორბელიანის მოედანი შვედურ დღეს უმასპინძლებს.