თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრს სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს რუსთავის აკაკი წერეთლის სახელობის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებისთვის საჯარისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ცენტრის სტრუქტურის, ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

„ ვიზიტის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო სკოლის ექიმებმა და პირადმა შემადგენლობამ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს და „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

აღნიშნული ვიზიტი მოსწავლეებისთვის სკოლებში მიმდინარე პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოების” ფარგლებში ჩატრადა. პროექტის მიზანს სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“