ანონსი  8 მაისი

8 მაისს, 10:45 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: როგორ შეცვალა კორონავირუსმა ვირუსების განაწილება და რომელი ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში; ვითარება საქართველოსა და მსოფლიოში მუტაციის თვალსაზრისით; გავრცელებული ახალი ვირუსი ბავშვებში.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

8 მაისს, 11:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, „ლელოს“ წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე ცესკოში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

8 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

8 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 მაისს, 11:00 საათზე, ZINC Network, CRRC-სთან თანამშრომლობით, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: ინფორმაციის მოხმარება, დეზინფორმაციული ნარატივებისამდი დამოკიდებულება, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მისი გავლენა საქართველოზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა თემები.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისი“, 26 მაისის მოედანი #1.

საკონტაქტო: სალომე თოფურიძე - 599 32 65 55

8 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების პარკში (ლისის ტბაზე) საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ძეგლს ყვავილებით შეამკობენ.

საკონტაქტო ტელ: +995591929312

8 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ჰაერის ხარისხი საქართველოში: მონიტორინგის უახლესი შედეგები - როგორია ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების შესახებ მონაცემები.

ახალი რეგულაცია, რომლითაც ზაფხულიდან გზებზე გამონაბოლქვი გაკონტროლდება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

8 მაისს, 12.00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „დენის ტარიფი“.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

8 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სოციალისტური მოძრაობის“ კოორდინატორი თემურ ფიფია, „ეროვნული ერთიანობის სათათბიროს“ თავმჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე და „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წევრი ილია ლობჟანიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „9 მაისს დაგეგმილი აქცია. პროტესტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც II მსოფლიო ომის მემორიალს ეხება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

8 მაისს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ქოლ-ცენტრების“ საქმე“.

მის: საქართველოს პარლამემტი (სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

8 მაისს, 13:00 საათზე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ღონისძიება გაიმართება, სადაც მოწვეული იქნებიან ელჩები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მის: ვ.ვეკუას #3ა („ბაზარი ორბელიანი“)

საკონტაქტო: ანუკი ტალახაძე - 555 50 00 88

8 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

8 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

8 მაისს, 14:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

8 მაისს, 15:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „პროპაგანდისტული თავდასხმები პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებზე“.

მის: მცხეთის ქ.49.

8 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

8 მაისს, 15:00 საათზე, „ფაშიზმთან გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ვაკის პარკში მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.

მის: ვაკის პარკი

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო