ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კერძოდ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, ან სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ