გიორგი ვაშაძე - „ქოლ-ცენტრების“ იმიტირებულ საქმეზე ახალი გარემოებები ვლინდება, რაც იმას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული

„ქოლ-ცენტრების“ იმიტირებულ საქმეზე ახალი გარემოებები ვლინდება, რაც იმას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული, - ეს განცხადება პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის მტკიცებით, სახელმწიფო სისტემა მონაცემების გაყალბების გზით "ქოლ - ცენტრების" საქმეზე მისი და მისი ძმის სახელის დაკავშირებას ცდილობს.

ვაშაძე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს მიმართავს და მათგან ითხოვს პასუხს კითხვებზე, როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო, რატომ არის კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი სატელეფონო ნომერი მითითებული და რატომ მოხდა კომპანიის ყალბი მონაცემების საფუძველზე რეგისტრაცია.

"ტვ პირველის" გადაცემაში მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საქართველოში აღარ იმყოფება. ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან საქართველო დატოვა, რაც თავისთავად ქმნის ეჭვს, რომ ის ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე გაიყვანეს ქვეყნიდან და ამის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნა მოხდა.

იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებული აქვს კომპანია მისამართზე, რომელიც მას აღარ ეკუთვნის. სარეგისტრაციო დოკუმენტებში მესაკუთრის თანხმობა საერთოდ არ იძებნება. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელიც მას არ ეკუთვნის და აღნიშნულ ნომერზე სრულიად სხვა ადამიანი პასუხობს.

13 აპრილს იუსტიციის სახლში რეგისტრირდება კომპანია, რომელსაც მისამართი, სავარაუდოდ, არასწორად აქვს მითითებული და მითითებული აქვს ტელეფონი, რომელიც საერთოდ სხვა პიროვნებას ეკუთვნის.

მივმართავ შს მინისტრს, გაასაჯაროოს თუ როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო. მივმართავ იუსტიციის მინისტრს, გაასაჯაროოს რატომ მოხდა აღნიშნული კომპანიის ყალბ მისამართზე რეგისტრაცია და რატომ მოხდა სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი ტელეფონის ნომერი.

სწორედ ეს მიუთითებს ორკესტრირებულ შეთითხნილ სქემაზე, რომლის უკანაც მთელი სახელმწიფო სისტემა დგას და რომელიც საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს ყალბ ინფორმაციას აწვდის.

პირდაპირ ვამბობ - სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ. სავარაუდოდ, ეს საწყალი უმუშევარი ადამიანი ფინანსურად დააინტერესეს, კომპანია დაარეგისტრირებინეს და ქვეყნიდან გაიყვანეს - ამ ყველაფრის უკან მთელი სახელმწიფო სისტემა დგას!

მეგობრებო, ყველანი ამ დანაშაულზე პასუხს აგებთ! მე ამ საქმეს არ მოვეშვები!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა