ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის თავდაცვის მინისტრი ჰელენა კარეირასი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრველებს.

მათი ცნობით, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

„კოლეგებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰელენა კარეირასს მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მინისტრებმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ჰელენა კარეირასი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ვიზიტის ფარგლებში ჰელენა კარეირასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“