პაველ ჰერჩინსკი - ძალიან მიხარია, რომ ისტორიაში პირველად ევროპის დღეს აღვნიშნავთ საქართველოსთან ერთად, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიენიჭა

ისტორიაში პირველად ევროპის დღეს აღვნიშნავთ საქართველოსთან ერთად, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიენიჭა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპის, რომელიც მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ნიშნავს. ძალიან მიხარია, რომ ისტორიაში პირველად ევროპის დღეს აღვნიშნავთ საქართველოსთან ერთად, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და საოცარი მუსიკალურ შესრულებას ვუსმენ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის მიერ საქართველოს ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. ისინი ევროპელი კომპოზიტორების ნამუშევრებსაც შეასრულებენ, მათ შორის ქართველებისაც. ძალიან ველი ამ საოცარ ზეიმს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევროპის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტს მართავს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს