11 მაისს, 09:00 საათზე, სარფის გამშვებ პუნქტთან საპატრიარქოს წარმომადგენლები და მომლოცველები შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ლაზეთის ბიჭვინთაში გაემგზავრებიან და აწყურის ხატის პარაკლისს გადაიხდიან.
11 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
მის: ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1, მე-5 სართული (საქართველოს ეროვნული ბანკი)
11 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში უმასპინძლებს საპილოტე პროექტების განხორციელების გახსნით ღონისძიებას, რათა წარადგინოს USAID-ის ახალი საპილოტე პროექტების ინიციატივა.
ღონისძებას გახსნიან: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და USAID საქართველოს, მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კლერ მეისონი;
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7
საკონტაქტო: 599 174488
11 მაისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალქო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თემა: სისხლის სამართლის პროცესი 2021 წლის 14 აპრილის დაკავების ეპიზოდზე.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64, თბილისის საქალაქო სასამართლო
საკონტაქტო: გოორგი მუმლაძე - 579 021 728
11 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
11 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
11 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრი ანა წითლიძე, პრეზენტაციას გამართავს.
თემა: სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოში
მის: ი. მაჩაბელის #13, საქართველოს მწერალთა სახლი
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
11 მაისს, 11:00 საათზე, სამედიცინო ცენტრ „ინოვაში“ ვივო მედიქალ ჯგუფსა და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას Accreditation Canada (AC) შორის გაფორმდება ხელშეკრულება.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან „სამედიცინო ცენტრი ინოვა“, ინოვა ინვიტრო „ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს.
ღონისძიებას დაესწრებიან Accreditation Canada (AC) საერთაშორისო ორგანიზაციის და ვივო მედიქალ ჯგუფის წარმომადგენლები.
მის: ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ.) სამედიცინო ცენტრი „ინოვა“.
საკონტაქტო: ტატიანა გვენეტაძე - 599 56 03 42
11 მაისს, 11:00 საათზე, „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც პირადად მონაწილეობდა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რისთვის გაუქმდა რუსეთში სავიზო რეჟიმი; რა შედეგს ელოდება ქართული მხარე და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რუსეთთან.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599 72 65 65
11 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია მმართველობის კვირეულის ფრაგლებში გაიმართება ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ბათუმის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს შორის.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, ასევე საჯარო მოხელეები აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან. ღონისძიებას გახსნიან USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როტბლუმი, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი და არჩილ ჩიქოვანი.
11 მაისს, 11:00 საათზე, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში პიარასოციაციის ინიცირებით კრიტიკული ჟურნალისტიკის აუცილებლობისა და მედიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ ფორუმი ტარდება. ფორუმში მონაწილეობენ მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პიარის სფეროსა და ჟურნალისტიკის მიმართულებით აკადემიური წრის წარმომადგენლები.
საკონტაქტო: მაკო ჯაოშვილი - 595 599 977
11 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის, კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
მის: თელავის მუნიციპალიტეტი პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი"
უნივერისტეტის ქუჩა N1
11 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
11 მაისს, 13:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, ხოლო 14:00 საათზე ბრიფინგი ჩატარდება.
11 მაისს, 14:00 საათზე, ფაბრიკის ტერიტორიაზე Jungle Room-ში სპორტფესტის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: ნინოშვილის 8
საკონტაქტო: 577 57 05 90
11 მაისს, 17:30 საათზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველ ლაბორატორიას დაათვალიერებს.
მის: მიხეილ ასათიანის ქ. N 9
11 მაისს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება ზაზა სვანაძის დოკუმენტური ფილმის პრემიერა.
საკონტაქტო ტელ: 568 90 00 05
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"