ირაკლი კობახიძე - ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და ხალხს

ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციის დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას.

„ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, საქართველოდან გასული პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად სხვა ქვეყნების გავლით, იგივე სომხეთის გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ 2019 წელს ამ ადამიანებს დაუწესა სასჯელი, სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ ეს არის ამ სანქციის მოხსნა. ანუ, გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებლე ამ საკითხით და საბოლოო ჯამში დღეს ეს სანქცია მოიხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია გვაქვს განმარტებული, რატომ არ ვაკეთებთ ამას. მიზეზი აქაც მარტივია, ის, რომ რუსეთისთვის სანქციის დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა იმაზე, თუ რას გამოიწვევდა სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქცების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად, ჩვენ თუ გვქონდა შარშან 10%-ზე მეტი ეკონმიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა. ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია. მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება, გაღარიბება და ამას ვერ მიაღწიეს, იმიტომ, რომ ჩვენ დავიჭირეთ მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს