ირაკლი კობახიძე - „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან გვჭირდებოდა განსაკუთრებული მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, ეს მხარდაჭერა მათი მხრიდან უზრუნველყოფილი არ იყო

ჩვენ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან გვჭირდებოდა განსაკუთრებული მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ეს მხარდაჭერა მათი მხრიდან უზრუნველყოფილი არ იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე კონტრპროდუქტიული იყო.

"ჩვენ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან გვჭირდებოდა განსაკუთრებული მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ეს მხარდაჭერა მათი მხრიდან უზრუნველყოფილი არ იყო. ასეთ, დროს, როდესაც პოლიტიკური პარტია სათანადოდ არ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას კანდიდატის სტატუსის გზაზე, რა თქმა უნდა, ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამიტომ იყო კონტრპროდუქტიული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მათი დამოკიდებულებაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. ჩვენ არასდროს გვქონია ორმხრივი კომუნიკაციის პრობლემა. არიან კონკრეტული თანამდებობის პირები „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“, რომელთანაც მეც და სხვა ჩემი გუნდის წარმომადგენელს ჰქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია, მათ შორის, მესიჯების საშუალებით. ძალიან მარტივად შეეძლოთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება კონკრეტულ თემაზე. თუმცა, არ იყო არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია.

საჯაროდ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ მათთვის მიუღებელი იყო კონკრეტულ კონფერენციაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობა, შემდეგ მეორე განცხადება. გამაოგნებელი იყო, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი ერთვება კეზერაშვილის ტელევიზიაში, ევროპელი პენსიონერების მძარცველის ტელევიზიაში და იქიდან ახმოვანებს გზავნილს, რომ შეუთავსებელია ჩვენი კონკრეტული ქმედებები ამ პოლიტიკურ ოჯახში წევრობასთან“,- აღნიშნავს კობახიძე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი