აფხაზური ოპოზიცია 30 მაისს „სახალხო მიტინგს“ აანონსებს

აფხაზური ოპოზიცია 30 მაისს სოხუმში "სახალხო მიტინგს" აანონსებს.

ოპოზიცია ორი კვირის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადადგომას მოითხოვდა, მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოთხოვნა არ შეასრულა.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩვენ ამოვწურეთ ყველა შესაძლო დიალოგი დღევანდელ ხელისუფლებასთან და მათი ორიენტაცია ქვეყნის დასახლებაზე, სტრატეგიული აქტივების გაყიდვაზე, ელექტროენერგიის გადაჭარბებული ტარიფის გამო მოსახლეობის გაღატაკებაზე, სახელმწიფოს ცხოვრების ძირითადი სფეროების სრულ განადგურებაზე, სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ მოგიწოდოთ, გამოვიდეთ ქუჩაში, რათა ვაიძულოთ დღევანდელი ხელისუფლება შეჩერდეს“, - ნათქვამია ოპოზიციური ძალების განცხადებაში, რომელიც მოძრაობა „არუას“ ლიდერმა ხინა დუმაამ წაიკითხა.

ე.წ. „მთავრობის“ გადადგომის გარდა, ოპოზიციამ ასევე მოითხოვა რუსეთთან ბიჭვინთაში ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმების გაუქმება; ასევე გაუქმდეს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ; ელექტროენერგიის სოციალურ ტარიფზე დაბრუნება და სხვა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა