ბოლნისის თეატრში  სპექტაკლის   „საქართველო“  პრემიერა გაიმართა

ბოლნისის თეატრმა და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა მაყურებელს ერთობლივი სპექტაკლი „საქართველო“ შესთავაზა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

სპექტაკლი რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა, მასვე ეკუთვნის ინსცენირება და სცენოგრაფიაც.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „საქართველო“ ბოლნისის თეატრისა და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის პირველი კოლაბორაციაა. ბოლნისელ მაყურებელს სპექტაკლის ხილვა 12, 16 და 17 მაისსაც შეეძლება.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივები ხშირად გვანებივრებენ პრემიერებით, დღევანდელი დღე კი განსაკუთრებით აღსანიშნია, რადგან ბოლნისის თეატრისა და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის კოლაბორაცია ვიხილეთ. სპექტაკლი, მისი აქტუალური თემატიკიდან გამომდინარე, თითოეული მაყურებლისთვის ემოციური აღმოჩნდა. ჩვენს მსახიობებს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის და რეჟისორს, ბატონ ნიკოლოზ საბაშვილს, ბრწყინვალე დადგმისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ბოლნისის თეატრსა და ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრს კი ვულოცავ წარმატებულ პრემიერას“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“