ლადო პაპავა - რაც მოსკოვმა სავიზო რეჟიმთან და ფრენებთან დაკავშირებით გააკეთა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რადიკალური ოპოზიციის, იმისთვის, რომ კიდევ ერთი არგუმენტი მიეცეს გაამტყუნოს ხელისუფლება

რაც მოსკოვმა სავიზო რეჟიმთან და ფრენებთან დაკავშირებით გააკეთა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რადიკალური ოპოზიციის, იმისთვის, რომ კიდევ ერთი არგუმენტი მიეცეს გაამტყუნოს ხელისუფლება, - ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პაპავას შეფასებით, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოჩნდა პოლიტიკაში, მოსკოვი პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება მას.

„უვიზო რეჟიმის დაწესებით, რუსეთისთვის უკეთესი მიმართულებით რა იცვლება? არც არაფერი. რუსეთის მოქალაქეებს, ისედაც აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა. დღეს რუსეთი ომშია ჩართული. ყველამ ვიცით, რომ უკრაინა შეტევისთვის ემზადება. წარმოგიდგენიათ, საქართველოდან დიდი ნაკადი წავიდეს რუსეთში? მხოლოდ ის ადამიანები შეიძლება იყოს, ვისაც ნათესავები ჰყავთ რუსეთში ან პირადი მიზნებისთვის წავიდეს. ამასთან, შესაძლებელია რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ამას დასავლეთიდან აუცილებლად მოჰყვება ბირთვული იარაღის საპასუხო გამოყენება. ამ დროს ქართველები, რატომ უნდა წავიდნენ რუსეთში არ მესმის, როცა თავისუფალი სავიზო რეჟიმი გვაქვს ევროკავშირში. რუსეთის მოქალაქეებისთვის არაფერ სასიკეთოს არ იძლევა, მაშინ რატომ მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ თუ დავუკვირდებით, მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოჩნდა პოლიტიკაში, მოსკოვი ხან პირდაპირ, ხან ირიბად მას ეხმარება. დავიწყოთ იგივე იგორ ივანოვის ჩამოსვლით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეხმარა ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო, შემდეგ ასლან აბაშიძის მოსკოვში გაყვანა. ყოველთვის ასე ხდებოდა. ახლა „ნაციონალურ მოძრაობას" უჭირს, დაშლის პირას არის, შიდა პრობლემები აქვს, სააკაშვილს უჭირს, ამ პირობებში რა ნაბიჯს აკეთებს? ოპოზიციას აძლიერებს. რაც მოსკოვმა სავიზო რეჟიმთან და ფრენებთან დაკავშირებით გააკეთა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? რადიკალური ოპოზიციის, რომ მას კიდევ ერთი არგუმენტი მიეცეს გაამტყუნოს ხელისუფლება“,- განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, ექვსი ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც დღეს განცხადება გაავრცელეს, კრიტიკული დამოკიდებულება მაშინ იქნებოდა გასაგები, თუკი თბილისი მიმართავდა მოსკოვს უვიზო რეჟიმის დაწესებითა და ფრენების აღდგენით.

მისივე შეფასებით, მოსკოვს წაუგებელი თამაში აქვს, თვითონ არაფერში ზარალდება, ხოლო საქართველოში შეიძლება არასტაბილური ვითარება გაძლიერდეს.

„ამ ექვსი პარტიიდან ყველაზე მეტად „ლელოსი“ გამკვირვებია, რომელსაც სულ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება, მაინც მის ფრთის ქვეშ არის. საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, სად უნდათ ყოფნა - მესამე ძალა უნდათ რომ იყვნენ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება.

თუკი რუსეთთან თავისუფალმა სავიზო რეჟიმმა და ფრენების აღდგენამ გამოიწვია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წევრობის სტატუსის ხელის შეშლა, ესეც მოსკოვის ინტერესია. მთავარი ის კი არ არის საქართველო მიიღებს თუ არა სტატუსს, მთავარია სტატუსის არ მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ოპოზიციამ შეძლოს განაწყენებული ადამიანების ქუჩაში გამოყვანა და კვლავ არასტაბილური სიტუაციის შეიქმნა. ამიტომ, მოსკოვს წაუგებელი თამაში აქვს - თვითონ არაფერში ზარალდება, ხოლო შედეგი იქნება გაძლიერდეს არასტაბილური ვითარება“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს