ლევან დავითაშვილი - რუსეთი ოკუპანტად რჩება, დიპლომატიური კუთხით ვართ უკომპრომისოები, კომერციულ ნაწილში ვართ თანმიმდევრულები - 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ

რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ - დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში.

„რაც შეეხება იმას თუ რა შეიცვალა - 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა. რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. ასე რომ ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს - აქაც ვართ თანმიმდევრულები და ჩვენ ამაზე არა ერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პოსტპანდემიური პერიოდის დროს, მთავრობამ ახალი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოყვანა კარგი ორგანიზებით, სწრაფად მოახდინა, მაგრამ „ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და ასევე, აზერბაიჯანი“.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა.

„ჩვენც დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ. დაახლოებით, მილიარდამდე იყო 2019 წელს ტურიზმის შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება, დავითაშვილი ასე პასუხობს:

„ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს მოტივებზე. მე არ შევალ, მით უმეტეს, პუტინის მოტივაციაში. როგორ უნდა გითხრათ ახლა მე. ეს ხომ არასერიოზული მსჯელობა იქნება ჩემი მხრიდან“.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის საკითხზე, როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, საქართველოს მთავრობისთვის მთავარ ამოცანად ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რჩება და ამ მიმართულებით მუშაობა „ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის“.

მისივე თქმით, სამთავრობო გუნდს დიდი იმედი აქვს, რომ ძალისხმევა, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ახორციელებს, სამართლიანად და სწორად შეფასდება.

„ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო სრულყოფილი წევრობა, მათ შორის, ჩვენი წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან. არ შეიძლება, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა არ მოიტანდეს შედეგს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნება ის ევროკავშირი, რაც ჩვენ ყველას გვინდა - სამართლიანობაზე დაფუძნებული გაერთიანება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართლიანად და სწორად შეფასდება ძალისხმევა, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში [ახორციელებს]“, - განაცხადა დავითაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის