ანონსი  16 მაისი

16 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

16 მაისს, 10:30 საათზე, საია კვლევის - „საპარლამენტო კონტროლი მეათე მოწვევის პარლამენტში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: 26 მაისის მოედანი #1 („ჰოლიდეი ინნ თბილისი" ) საკონტაქტო: 577 07 05 00

16 მაისს, 11:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია წარადგენს კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შეფასების დოკუმენტს - სტატუსმეტრს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.

მის: კოსტავას ქ. #14 (სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“)

საკონტაქტო: თეა ღვინაძე - 595 566 244

16 მაისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: როგორ ფინანსდება „ქართული ოცნება“ ბათუმის ბიუჯეტიდან, „უკონკურენტოდ მოგებული 90 მილიონი ლარი და საკრებულოს დეპუტატის ბიზნეს ინტერესები ბათუმის საკრებულოში“.

მის: ბათუმი, ვ. გორგასალის N28

საკონტაქტო: რეზო ხარაზი - 577 414 401

16 მაისს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: პირდაპირი ფრენები რუსეთიდან.

მის: მცხეთის ქ.49

16 მაისს , 11:45 საათზე, პარლამენტის უკან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, აქციას სახელწოდებით - „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალ“ გამართავენ.

თემა: პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვი - თბილისი

მის: პარლამენტის უკანა შესასლელთან

საკონტაქტო: იგორ ნარმანია - 598 774 977

16 მაისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

16 მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

16 მაისს 12:00 საათზე, ქედაში სოფელ უჩხითში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დათო სირაბიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ქედის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 24 000 ლარი სოფელ უჩხითში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის.

მის: ქედა, სოფ. უჩხითი (ცენტრი)

საკონტაქტო: დათო სირაბიძე - 558 54 20 33

16 მაისს 12:00 საათზე, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ საგანგებო ბრიფინგს გამართვს, რომელზეც გამოცხადდება მაისში დაგეგმილი მასშტაბური აქციის თარიღი. მოძრაობის წევრები, თანამოაზრეებთან ერთად, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის 1 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მოთხოვნას კრიტიკული მედიის დამფუძნებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ“.

მის: უზენაესი სასამართლო / ძმები ზუბალაშვილების #6

საკონტაქტო: ნინო გოგინაშვილი - 555 63 66 36

16 მაისს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სტრასბურგში მოგებულ ლაშა ჩხარტიშვილის საქმე, რომელსაც დადებითი

გავლენა ექნება აქტივისტების უფლებების დაცვის პრაქტიკაზე".

მის: აღმაშენებლის #61 ( „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თბილისის ოფისი).

16 მაისს, 13:00 საათზე, World Vision საქართველოს ახალი პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებას გახსნის ეკატერინე გურგენაძე - World Vision საქართველოს დირექტორი, რის შემდეგაც სიტყვით წარდგება ალექსანდერ კარნერი - ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული/ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი. ღონისძიებაზე გაიმართება პროექტის საჯარო პრეზენტაცია.

მის: ლ.გუდიაშვილის ქ. N3, სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“

საკონტაქტო: თეონა ნავდარაშვილი - 555 53 95 59; ლიკა ჭიღლაძე - 555 33 77 39

16 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი. (C კორპუსი, III სართული)

16 მაისს, 17:30 საათზე, კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის „ახლა“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ლადო გუდიაშვილის #18 (არტ ჰაუსი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი)

საკონტაქტო: სალომე თოფურიძე - 599 32 65 55

16 მაისს, 19:00 საათზე, „ევროპული საქართველო“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია-პერფორმანსს - „ცალმხრივი ბილეთი მოსკოვში ივანიშვილის რეჟიმს“ გამართავს და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გააპროტესტებს.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96

16 მაისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან გაიმართება აქცია სახელწოდებით „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“.

აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას გააპროტესტებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა