ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში, ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

”სხვადასხვა ცნობები მაქვს, დადასტურებულია ინფორმაცია 6 გარდაცვლილის შესახებ. როგორც ჩანს, უფრო მეტი იქნება,” - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრის ჰიპკინსმა მედიასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს ჰოსტელის შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს