გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერი - რუსული აქტივები შესაძლოა უკრაინაში ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად იქნას გამოყენებული

გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, რუსული აქტივები შესაძლოა უკრაინაში ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად იქნას გამოყენებული.
მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობა ზიანის უზრუნველსაყოფად მთელ რიგ მექანიზმებს ეძებს.
ამასთან, როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, შეთანხმდნენ შექმნან უკრაინის ომის დროს მიყენებული ზარალის რეესტრი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფული უკრაინას უკვე გაუგზავნა.

























