ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, 2022 წელი, გარდამტეხი მომენტი გახდა მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის საქართველოსთვის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, 2022 წელი, გარდამტეხი მომენტი გახდა მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის საქართველოსთვის.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული განცხადება ისლანდიაში, რეიკიავიკის სამიტის დროს გააკეთა.

„რუსეთის ომის ფონზე, გასული წელი გარდამტეხი მომენტი გახდა მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთიდან დაწყებული, უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე. მტკიცედ ვდგავართ ერთად, შესაბამისად, მე ვხედავ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ევროკავშირს, ევროსაბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის, რათა ევროპული დემოკრატიის ამბის წერა გაგრძელდეს უკრაინასა და ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენს კონტინენტზე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს