ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ მშვიდობის უკრაინულ ფორმულას დაუჭირა მხარი

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ მშვიდობის უკრაინულ ფორმულას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“არის ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ისლანდიაში ჩატარებული სამიტის საბოლოო რეზოლუციაში დაფიქსირებულია მშვიდობის უკრაინული ფორმულის მხარდაჭერა. და ეს მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ასე კონსოლიდირებულია სამართლიანი სამშვიდობო გეგმისთვის” - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპის ლიდერებსა და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს.

“ასეთი კონსოლიდაციის საფუძველზე შემდგომშიც შევზღუდავთ ტერორისტი სახელმწიფოს შესაძლებლობებს განაგრძოს ეს აგრესია და შემდგომშიც განვაგრძობთ სამართლიანობის დაბრუნების, ჩვენი მიწების გათავისუფლების, ჩვენი ხალხის გადარჩენის შესაძლებლობების გაზრდას,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო