ჯოზეფ ბორელი გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის ფონდი, საიდანაც უკრაინის დახმარება ფინანსება, 3.5 მილიარდი ევროთი გაზარდონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს სთავაზობს, „ევროპის სამშვიდობო ფონდის“ მოცულობა, საიდანაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ფინანსდება, 3.5 მილიარდი ევროთი გაზარდონ, - ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფონდმა უკრაინისთვის დაახლოებით 4.6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოყო.

ბორელის წინადადების განხორციელებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების თანხმობა სჭირდება, რომლებიც გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ ასეთი ზრდა გამართლებული იქნებოდა. წყარომ, რომელიც ევროკავშირის მაღალჩინოსანია, სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, თქვა, რომ ბორელმა გადაწყვიტა, ფონდის მოცულობის გაზრდა ეთხოვა, რადგან ის იწურება.

Reuters-ი წერს, რომ ფონდი განცალკევებულია ევროკავშირის ბიუჯეტისგან, რომელსაც სამხედრო ოპერაციების დაფინანსების უფლება არ აქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა იყიდონ იარაღი და საბრძოლო მასალა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისთვის, ისტორიული ნაბიჯია ბლოკისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თავს არიდებდა თავდაცვისა და სამხედრო საკითხებში ჩარევას.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს