უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქსა და დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, კიევის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვინიცას, ხმელნიცკისა, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არასაცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

„დედაქალაქზე თავდასხმა გრძელდება. არ დატოვოთ. თავშესაფრები საჰაერო განგაშის დროს!” - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამ“ არხზე.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა