ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ოდესაში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელზე, ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებულები სამრეწველო საწარმოს თანამშრომლები არიან.

„საღამოს ჩვენს პასუხისმგებლობის ზონაში, ოდესაზე ძლიერი სარაკეტო თავდასხმა დაფიქსირდა. ჯერ კიდევ ვაჯამებთ შედეგებს, რაკეტების უმეტესობა თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც“, - აღნიშნა გუმენიუკმა.

მისი თქმით, რუსებმა სამრეწველო ობიექტს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს