მედია - ოკუპირებულ ყირიმში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

სიმფეროპოლთან ახლოს მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ინციდენტი დილით, 7:45 საათზე მოხდა. მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონი სადგურებს პოხტოვოესა და ჩისტენკოეს შორის მონაკვეთზე რელსებიდან გადავიდა. მიზეზები დგინდება“, - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.

მისივე განცხადებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის გამო, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლს შორის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს