ოკუპირებული ყირიმის რკინიგზა - რკინიგზაზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი გარეშე პირების ჩარევა გახდა

ოკუპირებული ყირიმის რკინიგზა - რკინიგზაზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი გარეშე პირების ჩარევა გახდა

ე.წ. „ყირიმის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ სიმფეროპოლთან ახლოს სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადასვლის მიზეზი „გარეშე პირების ჩარევა გახდა“.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონის რელსებიდან გადასვლის მიზეზი აფეთქება გახდა. ინციდენტის გამო, რკინიგზის სიმფეროპოლი-სევასტოპოლის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.