„დიდი შვიდეულის“ სამიტი ჰიროსიმაში ხვალ დაიწყება

„დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ხვალ დაიწყება. გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.

წინასწარი ინფორმაციით, “შვიდეულის“ წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი მსოფლიოში სურსათის მიწოდების ქსელებსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. შვიდეულის სამიტი 21 მაისს დასრულდება.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა