სერჰი ჩერევატი - უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 150-1700 მეტრით წინ წაიწიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით 150-1700 მეტრით წინ წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტი რჩება. ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ წინსვლას ფლანგებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამჟამად პერსონალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის კუთხით უპირატესობა არ აქვთ. მოვახერხეთ 150-დან 1700 მეტრამდე წინ წაწევა,“ - აღნიშნა სერჰი ჩერევატიმ.

ამასთან, მისი თქმით, მტერი კვლავ ცდილობდა მის მიერ თითქმის მთლიანად განადგურებული ბახმუტის აღებას. კერძოდ, გასული დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინის პოზიციებს არტილერიის გამოყენებით ცეცხლი 487-ჯერ გაუხსნეს და 6 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

სერჰი ჩერევატის ინფორმაციით, უკრაინელებმა 130 ოკუპანტი გაანადგურეს და 4 ტყვედ ჩაიგდეს. მოწინააღმდეგის კიდევ 145 მებრძოლი კი დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს