უკრაინის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების უფლება გასცა

უკრაინის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელის, ვსევოლოდ კნიაზევისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს სხდომას თავად ვსევოლოდ კნიაზევიც ესწრებოდა.

სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კნიაზევის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თხოვნით გუშინ მიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის თაობაზე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით უზენაეს ანტიკორუფციულ სასამართლოს მიმართა.

შეგახსენებთ, ვსევოლოდ კნიაზევი, რომელიც 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 16 მაისამდე უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი იყო, ქრთამის აღების ფაქტზე 15 მაისს დააკავეს.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025