საბერძნეთის ელჩი - შეხვედრა გვქონდა იუსტიციის მინისტრთან, რათა მიგვეღო ინფორმაცია ბოლო მოვლენების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - რატი ბრეგაძემ მთლიანი სურათი საკმაოდ ნათელი გახადა

ჩვენი მთავარი ინტერესი იმაშია, რომ საქართველომ წესები უნდა დაიცვას, როგორც ყველა დანარჩენმა ევროპულმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოში საბერძნეთის ელჩმა მარია თეოდორუმ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“შეხვედრა გვქონდა იუსტიციის მინისტრთან, რათა მიგვეღო ინფორმაცია ბოლო მოვლენების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. როგორც ყოველთვის, ჩვენი საუბარი ძალიან პროდუქტიული და მეგობრული იყო და ვფიქრობ, ბევრი განმარტება მოვისმინეთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ ექიმები არ ვართ, ინფორმაციას, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ვიღებთ - მედიიდან და ა.შ. ჩვენი მთავარი ინტერესი იმაშია, რომ საქართველომ წესები უნდა დაიცვას, როგორც ყველა დანარჩენმა ევროპულმა ქვეყანამ, პატივი სცეს ყველა მოქალაქის უფლებებს. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი”, - განაცხადა თეოდორუმ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თეოდორუმ განაცხადა, რომ “ჩვენ იურისტები არ ვართ ” და “იუსტიციის მინისტრმა მთლიანი სურათი საკმაოდ ნათელი გახადა”.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია