19 მაისს, 09:30 საათზე, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართლმსაჯულების ფორუმს - „10-წლიანი რეფორმების შეფასება და სისტემური ცვლილებების საჭიროება“ გამართავს.
მომხსენებლები იქნებიან: ნონა ქურდოვანიძე, ნანუკა ყრუაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; გურამ იმნაძე, ანა პაპუაშვილი - სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ეკა გიგაური - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; გიორგი დავითური - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
მის: თავისუფლების მოედანი 4 („ქორთიარდ მარიოტი თბილისი“)
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03
19 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან „ევროპული საქართველო“ და პარტნიორი ორგანიზაციები 28 მაისის აქციას სახელწოდებით „გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ“ დააანონსებენ.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96
19 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნეს ქოუჩინგის სამიტი გაიმართება.
19 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონიას.
მის: ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N 2.
19 მაისს, 11:30 საათზე თბილსის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
19 მაისს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე და ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე 8 მარტის აქციაზე დაკავების ეპიზოდის საქმის მასალების გასაცნობად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მივლენ.
თემა: 8 მარტის აქციების დროს, პოლიციელების მხრიდან „გადამეტებული ძალის გამოყენება“.
მის: მიხეილ ასათიანის ქ. N9
საკონტაქტო: გიორგი მუმლაძე - 579 021 728
19 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პარტია „დროას“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და მანქანების კოლონით გაემართებიან აეროპორტისკენ, რათა გააპროტესტონ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათზე დაჯდება.
19 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
19 მაისს, 15:00 საათზე, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლები და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები გენერალურ პროკურატურაში შექმნილ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს წევრებს შეხვდებიან.
19 მაისს, 17:00 საათზე, გალერეა „ვაჩეში“ მამა გიორგი სხირტლაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით „ნათელი აზრები“.
მის: ლეო ქიაჩელის 28
საკონტაქტო: 599 979756
19 მაისს, 17:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსტეტში გაიმართება პრესკონფერენცია ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მთავარ მწვრთნელთან, შოტლანდიელ სპეციალისტთან სტივ კინთან.
მის: ბოხუას 11
19 მაისს, 18:00 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში“ ფარგლებში შეხვედრა თემაზე „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები“ გაიმართება.
მის: გორი, იერუსალიმის ქ.18
საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 881 505