უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, კრივოი-როგში აფეთქებების ხმა ისმოდა.
„კრივოი-როგი“, აფეთქებები. არ გადაიღოთ არაფერი და არ განათავსოთ ინტერნეტში. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე, საჰაერო განგაში გრძელდება", - განაცხადა ალექსანდრე ვილკულმა.
მანამდე, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქში. გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა ვოლინშიც. ასევე, აფეთქების ხმები ისმოდა როვნოსა და ლვოვის ოლქებში.