„დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს დაიწყება.
გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკვე შეიკრიბნენ, ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური პარკი მოინახულეს და ატომური ბომბის მსხვერპლთა კენოტაფი გვირგვინებით შეამკეს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის დროს უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ. ამასთან, ისინი ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
სამიტზე წელს რვა სხვა ქვეყანაცაა მიწვეული : ინდოეთი, ბრაზილია, ავსტრალია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კომორის კუნძულები და კუკის კუნძულები.
სამიტს, ონლაინ ფორმატში, სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. სამიტი 21 მაისს დასრულდება.