უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინას 39 სარაკეტო და 39 ავიადარტყმა მიაყენეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას ერთ დღეში 39 სარაკეტო და ამდენივე საჰაერო დარტყმა მიაყენეს და ქვეყნის თავდაცვის ძალების პოზიციები და მოსახლეობა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა.

„ლიმანისა და ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, ბახმუტის მიმართულებას კი ავიადარტყმები მიაყენეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების განმარტებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს