თეა ახვლედიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კონფლიქტით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების, ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული, მათ შორის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების საინფორმაციო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობას, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობა.

გამართული დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის UN-WOMEN-ის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მანამდე, სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფელ ორსანტიასა და რუხში იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლების: განმუხურის, კოკის, ხურჩას, ორსანტიას, შამგონას, ახალაბასთუმნის, რუხის, რიყეს და ტყაიას მოსახლეობას შეხვდა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მინისტრმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრებს ესწრებოდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ამჯერად, ზუგდიდში გავმართეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეთა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან არსებული ფორმატით, სადაც განვიხილეთ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება და სამომავლო ხედვები, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა როლის და ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები. საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და მათი მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს და უშუალო კომუნიკაციას მათთან. სწორედ ამ მიზნით, ზუგდიდში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ორსანტიასა და რუხში, სადაც გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები 9 მიმდებარე სოფლის მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განვიხილეთ მათ წინაშე არსებული საჭიროებები და მათი ერთობლივი მოგვარების გზები,” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო