უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკი არაბული ქვეყნების ლიგის შეხვედრას დაესწრება, - ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში უკვე გაემგზავრა.
ზელენსკი, საუდის არაბეთის შემდეგ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა.
წყარომ Reuters განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ჰიროსიმაში საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდადან საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩაფრინდება.