„დიდი შვიდეული“ - მკაცრად ვგმობთ რუსეთის ომის გავლენას დანარჩენ მსოფლიოზე - არ დავიღლებით ვალდებულებით, ეს გავლენა შევამციროთ

ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულება, ერთად დავუპირისპირდეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას და რუსეთის ომის გავლენას დანარჩენ მსოფლიოზე, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰიროსიმაში დაგეგმილი სამიტის წინ გაავრცელეს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაიღლებიან ვალდებულებით, რომელიც მსოფლიოზე რუსეთის უკანონო ქმედებების გავლენის შემცირებას ითვალისწინებს.
„რუსეთის აგრესიის 15-მა თვემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უზარმაზარი ტანჯვა მიაყენა უკრაინელ ხალხს და საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ადამიანების წვდომას საკვებსა და ენერგორესურსებზე. ჩვენ სრულ თანაგრძნობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს დანაკარგებისა და ტანჯვის გამო. მივესალმებით უკრაინელ ხალხს მამაცი წინააღმდეგობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ არ დავიღლებით ვალდებულებით, შევამციროთ რუსეთის უკანონო ქმედებების გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

























