ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ყველას გსურს ამ ომის დასრულება - სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც აგრესორსა და მსხვერპლს ერთმანეთთან ათანაბრებს, უარყოფილი უნდა იქნას

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ყველას გსურს ამ ომის დასრულება - სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც აგრესორსა და მსხვერპლს ერთმანეთთან ათანაბრებს, უარყოფილი უნდა იქნას

ჩვენ ყველას გსურს ამ ომის დასრულება. უკრაინელებს ყველაზე მეტად მშვიდობა სურთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამართლიანი მშვიდობა. სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც აგრესორსა და მსხვერპლს ერთმანეთთან ათანაბრებს, უარყოფილი უნდა იქნას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო ფორმულას.

„ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ინსტრუმენტები, რათა წარმატებით დაიცვას თავი და დაიბრუნოს სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ უკრაინას უნდა გავუწიოთ საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ერთობლივად დიდი ფასი დავაკისრეთ რუსეთს აგრესიისთვის. მხოლოდ ევროკავშირმა აკრძალა რუსეთში ომამდელი პერიოდის ექსპორტის თითქმის 55% (50 მილიარდი ევრო წელიწადში) და ომამდელი იმპორტის 60%-ზე მეტი (90 მილიარდი), მოსკოვისთვის მოწინავე საქონელსა და ტექნოლოგიებზე წვდომის ჩამორთმევისა და მისი სასიცოცხლო შემოსავლის ნაკადების შემცირების მიზნით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციებისთვის მესამე ქვეყნების საშუალებით გვერდის ავლა არ მოხდეს.

„სულ უფრო ხშირად ხდება ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლა. მაღალ მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული ტექნოლოგიური საქონელი, რუსული ფრთოსანი რაკეტების მიკროპროცესორებით და სენსორებით დაწყებული, სამხედრო საკომუნიკაციო აღჭურვილობის ჩიპებით დამთავრებული, რუსეთში მიდის და ბრძოლის ველზე უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღში ხვდება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ამიტომ, ევროკავშირის ახალი სანქციების სამიზნე ამ და სხვა ქვეყნების ოპერატორების მიერ სანქციების გვერდის ავლა, ანუ სანქციების თავიდან არიდებაა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.