სერგეი შოიგუ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში იმყოფებოდა

სერგეი შოიგუ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მუშაობისას, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სერგეი შოიგუ ზაპოროჟიეს მიმართულებით “ვოსტოკის” ერთ-ერთი ფორმირების სამეთაურო პუნქტს ეწვია”, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უცნობია, როდის ჩავიდა შოიგუ ზაპოროჟიეში. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შოიგუ მიწისქვეშა ბუნკერში იმყოფება, მეთაურებს ესაუბრება და სამხედროებს მედლებით აჯილდოვებს.