CNN - აშშ „თვითმფრინავების კოალიციაში“ მიიღებს მონაწილეობას და უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე გაწვრთნის

აშშ „თვითმფრინავების კოალიციაში” მიიღებს მონაწილეობას და უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე გაწვრთნის. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, იაპონიაში “დიდი შვიდეულის” სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა ვაშინგტონის მონაწილეობა მოკავშირეების ინიციატივაში, რომ უკრაინელი პილოტები მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე გაწვრთნან, მათ შორის ამერიკული წარმოების F-16-ებზე.

CNN-ის წყაროს თანახმად, უკრაინელი პილოტების მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპაში მოხდება, მაგრამ მასში ამერიკელი პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას.

“ვინაიდან წვრთნები მომდევნო თვეებში გაიმართება, ქვეყნების ჩვენი კოალიცია, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობს, გადაწყვეტს, როდის მივაწოდოთ [უკრაინას] თვითმფრინავები, რამდენი მივაწოდოთ და ვინ მიაწოდებს მათ”, - განაცხადა გამოცემის წყარომ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის