თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდებიან.
„პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდება მას [ვოლოდიმირ ზელენსკის]. პრეზიდენტი მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ შეძლოს მასთან პირისპირ დაჯდომა“, - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გუშინ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება და შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის მიერ „თვითმფრინავების კოალიციის“ მხარდაჭერის შესახებაც იქნება განხილული.

























