„დიდი შვიდეული“ - ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას

ჩვენ კიდევ ერთხელ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების სერიოზულ დარღვევას , - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი, რომელიც არღვევს საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტურ ნორმებს, წესებსა და პრინციპებს, წარმოადგენს საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატიური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, გავზარდოთ ხარჯები რუსეთისთვის და მისი ომის მხარდამჭერებისთვის, გავაგრძელოთ, დავუპირისპირდეთ ომის ნეგატიურ ზემოქმედებას დანარჩენ მსოფლიოზე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ადამიანებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, იმოქმედებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალში, ეკონომიკური დამოკიდებულების იარაღად გამოყენების მცდელობა წარუმატებელი იყოს.

„ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური დამოკიდებულების იარაღის გამოყენების მცდელობა, „დიდი შვიდეულის“ წევრებისა და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების, იძულების გზით, წარუმატებელი იქნება და შედეგების წინაშე აღმოჩნდება“, - ნათქვამია კომუნიკეში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა