მარია ზახაროვა - თუ შენს ხალხს წარმოადგენ და არა ვინმეს მიერ გადახდილ შეკვეთას, შეუძლებელია პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგი იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დაწყებულ პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, ვინც საკუთარ ხალხს წარმოადგენს, არ შეიძლება პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი იყოს.

„რაც შეეხება საქართველოსთან ავიამიმოსვლას და თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსის რეაქციას: თუ შენს ხალხს წარმოადგენ და არა ვინმეს მიერ გადახდილ შეკვეთას, შეუძლებელია პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგი იყო, ორ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეებისა და ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამის“ არხზე.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება