სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ბრიფინგზე გააკეთა.

"მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს აირზენაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, "აირზენა" არის კომპანია, რომელიც „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“.

„აირზენა არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. და კიდევ ერთი რამ, მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება აირზენას ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ