მაია სანდუ - როდესაც რუსეთს ჩვენი ერის სურვილის საწინააღმდეგოდ 30 წელია ჯარი ჰყავს ჩვენს ტერიტორიაზე - ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ არის

მოლდოვა რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად არ განიხილავს. ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოლდავურ პროექტ NonFiction-თან ინტერვიუში განაცხადა.

“თუ პატივს არ გცემენ, მაშინ ეს დანამდვილებით არ არის სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც რუსეთს ჩვენი ერის სურვილის საწინააღმდეგოდ 30 წელია ჰყავს ჯარი ჩვენ ტერიტორიაზე - ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ არის”, - განაცხად სანდუმ.

მოლდოვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიშინიოვი მზად არის ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც პატივს სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხს.

“როდესაც, კიდევ ერთხელ, ხდება ჩვენი ექსპორტის ყველანაირი ბლოკადა, როდესაც გაზისთვის ძალიან მაღალ ფასს იხდი და ისინი მაინც ამცირებენ გაზის მოწოდებას 60%-ით ყველანაირი მიზეზის გარეშე - მაშინ რა სტრატეგიული პარტნიორობაა ეს?” , - განაცხადა სანდუმ.

მოლდოვას პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაცია მოიხსენია, როგორც “სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ხალხს არ აფასებს, სადაც ადამიანის სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს.”

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა