პარტნიორებთან პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს იაპონიაში “შვიდეულის” სამიტამდე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პირველი დღეა. პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ პარტნიორებთან, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ.
თავდაცვა: იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაგამანადგურებლები - რაც შეიძლება მეტ ქვეყანას და ლიდერს ვიყოლიებთ გვერდით უკრაინისთვის. მშვიდობის ფორმულა. უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები, ფინანსები და ეკონომიკა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრებზე ისაუბრა, კერძოდ იტალიის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან.