ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იუნ სოკ იოლის შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს  იუნ სოკ იოლის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იუნ სოკ იოლის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ლიდერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ზელენსკიმ სამხრეთ კორეელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული და არალეტალური დახმარებისთვის, კერძოდ, განაღმვისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - დაწერა ზელენსკიმ. იუნ სოკ იოლის უკრაინის პირველმა პირმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც მიაწოდა ინფორმაცია.