ირაკლი კობახიძე - „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში დაწერა, მაშინ ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“

"სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში დაწერა, მაშინ ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ "სტუმარ- მასპინძელი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საზოგადოება უნდა დააკვირდეს „ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს“.

„მინდა გითხრათ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ქორწილი იყო, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეს, ბანერი უდევს საკუთარ Faceboook-ზე, რითაც გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში [პრეზიდენტმა] განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ასევე მინდა გავიხსენო, რომ ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელსაც კონკრეტული დანაშაული არ აქვს საქართველოში, ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ თავის დროზე „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში დაწერა. მაშინ მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა საქართველოსაც, ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი".

მინდა საზოგადოებას ვთხოვო დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას, ამაზეც გააკეთა ზურაბიშვილმა სპეკულაციური განცხადება. ისე გამოიყვანა, თითქოს მან მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს ქორწილის მეორე დღეს ჩაშლა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რეალურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც მოაწყობს და ვერც ჩაშლის ქორწილს. ეს იყო პრეზიდენტის სპეკულაციური განცხადება. სინამდვილეში, კონკრეტულმა სტუმრებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ის ლოკაცია, სადაც პროტესტი იმართებოდა. შეიძლება ჰქონდათ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაციის შინაარსი არ იყო მოთხოვნის დაყენება ქორწილის მეორე დღეს ჩაშლის თაობაზე და გათვალისწინება", - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო