ჩვენი გამარჯვების შემდეგ მშვიდობაზე ვოცნებობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პირველი პირის თქმით, ის ჰიროსიმაში იმყოფება, რათა მსოფლიომ მოისმინოს უკრაინის მოწოდება ერთიანობისკენ.
ზელენსკის თქმითვე, „რუსეთმა გათელა ყველაფერი, რაც ცივილიზებულია“.
„ჩვენ ვოცნებობთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ისევე როგორც დავიბრუნეთ ჩვენი ჩრდილოეთი ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აღმოსავლეთი და სამხრეთი ტერიტორიები. ჩვენ ვოცნებობთ რუსეთის ტყვეობაში მყოფი ჩვენი ხალხის დაბრუნებაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.