ლევან ხაბეიშვილი - ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, „ოკუპაციის შესახებ“ კანონში მეტი რა უნდა დაირღვეს, რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან?! - ხელისუფლება კოლაბორაციაშია კრემლთან

ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, „ოკუპაციის შესახებ“ კანონში მეტი რა უნდა დაირღვეს, რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან?! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ „ოკუპაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება კოლაბორაციაშია კრემლთან.

„ისინი ცალკე სახელმწიფოდ აღიარებენ აფხაზეთს და მის დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ლავროვები, ლავროვის ოჯახის წევრები, თავად იყვნენ ჩართული საქართველოს ოკუპაციაში, ეს, კონკრეტული ადამიანი - შვილი, ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, მეტი რა უნდა დაირღვეს, რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან?! შეგახსენებთ, საქართველოს მეგობარი, ჟურნალისტი გორდონი არ შემოუშვეს საქართველოში, რაზე ვლაპარაკობთ?! ჩვენ მეგობრებს, ჩვენ პარტნიორებს არ უშვებენ და უშვებენ ლავროვს, პოზნერს, გავრილოვს, ეს არის მათი რუსული პოლიტიკა, ამას გამართლება არ აქვს. საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, ისინი არიან კოლაბორაციაში კრემლთან, მკვლელ პუტინთან და ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის